სოციალური ქსელის მომხარებელი აქვეყნებს სტიქიის ზონიდან მოხალისეების გაყვანის დროს ერთ-ერთი მოხუცისა და კახი კალაძის მოკლე ისტორიას:
„მთელი დღე მოხალისეებთან და ჯარისკაცებთან ერთად შრომობდა კახი. საღამოს ევაკუაცია რომ გამოცხადდა, ერთმა ხანში შესულმა უარი განაცხადა სახლის დატოვებაზე - დიდხანს ეხვეწებოდნენ ოჯახის წევრებიც და კახიც.
გაჯიუტდა მოხუცი - არსადაც არ წავალო. კარგი მაშინო, ყველა წავიდეს და მე შენთან დავრჩებიო და გვერდით მოუჯდა. შერცხვა მოხუცს და გაჰყვა ოჯახს. არ შემეკამათოს არავინ, ეს იყო გუშინ!!!" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.