logo_geo
eng_logo
„გაჯიუტდა მოხუცი - არსად არ წავალო. ყველა წავიდეს და მე შენთან დავრჩებიო და გვერდით მოუჯდა“
- +

13 ივნისი. 2016. 13:47


სოციალური ქსელის მომხარებელი აქვეყნებს სტიქიის ზონიდან მოხალისეების გაყვანის დროს ერთ-ერთი მოხუცისა და კახი კალაძის მოკლე ისტორიას:



„მთელი დღე მოხალისეებთან და ჯარისკაცებთან ერთად შრომობდა კახი. საღამოს ევაკუაცია რომ გამოცხადდა, ერთმა ხანში შესულმა უარი განაცხადა სახლის დატოვებაზე - დიდხანს ეხვეწებოდნენ ოჯახის წევრებიც და კახიც.

 

გაჯიუტდა მოხუცი - არსადაც არ წავალო. კარგი მაშინო, ყველა წავიდეს და მე შენთან დავრჩებიო და გვერდით მოუჯდა. შერცხვა მოხუცს და გაჰყვა ოჯახს. არ შემეკამათოს არავინ, ეს იყო გუშინ!!!" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner