logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავებას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს
- +

15 თებერვალი. 2020. 22:25

 

 

„ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავებას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.

 

„თქვენ ნახეთ კამპანია, როგორ ჩაატარეს დიდი პარტიული ღონისძიება და როგორ აღნიშნეს ადამიანის დაპატიმრება და მისი შესვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თქვენ რა, ვერ დაინახეთ იქ პოლიტიკური მოტივაციები და მისი გუნდი როგორ ცდილობდა ამ პატიმრობას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას? გაგვცენ პასუხები, სახელმწიფოს რა ულტიმატუმს უყენებდნენ ეს ადამიანები, ბატონი გიგი უგულავას თანაგუნდელები. ეუბნებოდნენ, რომ თუ დააპატიმრებთ ამ ადამიანს, მაშინ ჩვენ გამოვალთ, დავაფიქსირებთ პროტესტს და მაქსიმალურად ჩავშლით დიალოგს. და თუ არ დააპატიმრებთ და მთლიანად გაათავისუფლებთ თავს კარგად ვიგრძნობთო. არცერთ დემოკრატიულ სისტემაში, არც აშშ-ში, არც ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში არ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა, რომ უმძიმეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულებში მხილებული პოლიტიკური პარტია, სისტემურ ჩავარდნებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პარტია შემდეგ არჩევნებში მოსულიყო და კიდევ პრეტენზია ჰქონოდა არჩევნებში და ხელისუფლებაში დაბრუნების. ეს არ მოხდებოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner