„დეკლარაციის ჩავარდნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს - ეს ერთი და მეორე - დეკლარაციის ჩავარდნაში კრიტიკული როლი შეასრულა სწორედ ოპოზიციამ და მისმა პარტნიორმა „ევროპის სახალხო პარტიამ“, რომელიც 2012 წელსაც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი პარტია იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, დეკლარაციის ჩავარდნის საკითხის შეფასებისას განაცხადა.
„EPP-ის წევრმა ევროპარლამენტარებმა რომ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს და ოპოზიციის მიერ მიწოდებული ან მათთან შეთანხმებული შენიშვნების ჩაწერა რომ უნდოდათ საქართველოს შესაფასებელ დეკლარაციაში, აი ეს ჩავარდა. აქ ტოლობის ნიშანს ნუ დასვამთ EPP-ის წევრების განცხადებებსა და შეფასებებს და მთლიანად ევროპული ინსტიტუტების დამოკიდებულებას შორის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.