„კატეგორიულად მოვითხოვ, გია კრიალაშვილს მკვლელობის საქმეზე გაასამართლოთ მერაბიშვილი“, - ამის შესახებ მოკლული გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„კატეგორიულად მოვითხოვ, გია კრიალაშვილს მკვლელობის საქმეზე გაასამართლოთ მერაბიშვილი, აღძარით საქმე და დატოვეთ იქ, სადაც არის! ზოგ-ზოგები კივიან, რომ მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა და კანონიერი უფლება აქვს, თავისუფლებით დატკბესო, მაგრამ გია კრიალაშვილის საქმეზე მას წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა! დიახ, მას მთავარ დანაშაულზე ჯერ პასუხი არ უგია! შვილებს მამა უნდათო, რომ ამბობენ, გიას შვილებსაც უნდოდათ მამა, მაგრამ უსამართლოდ მოუკლეს!“ - აღნიშნა კრიალაშვილმა.