logo_geo
eng_logo
ილია მეორე: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია - შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, საქართველოში არ არის
- +

16 თებერვალი. 2020. 13:14

 

 

„შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

ამასთან, პატრიარქმა მართლმადიდებლებს მირქმის დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.

 

საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner