logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახი უზრუნველყოფილია
- +

13 ივნისი. 2016. 13:49


თბილისის მერის დავით ნარმანია განცხადებით, სტიქიით დაზრალებული ყველა ოჯახი არის სათანადოდ უზრუნველყოფილი და არ ჰგონია, ვინმეს რაიმე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს.


მისი თქმით, 5 ოჯახია, რომლებლსაც აქვთ საკუთრებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პრობლემა, თუმცა ეს ოჯახები მერიის დაფინანსებით ქირით ცხოვრობენ.



ყველა ოჯახმა, ვისაც ეკუთვნოდა კომპენსაცია, დადგენილი წესის მიხედვით მიიღო. დარჩენილია 5 ოჯახი, რომლებსაც საკუთრებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ აქვთ წესრიგში და არის გარკვეული საკითხები სადავო. თუმცა, ვიდრე მათი საკითხები სამართლებრივად გაირკვევა, თითოეულ მათგანს ვუხდით ბინის ქირას და ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება და ვიდრე საკითხი არ გაირკვევა. ყველა ოჯახი არის სათანადოდ უზრუნველყოფილი და არა მგონია, ვინმეს რაიმე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner