logo_geo
eng_logo
ბრიტანელმა ქალმა მე-17 საუკუნის კოტეჯი ლატარიაში მოიგო
- +

16 თებერვალი. 2020. 14:55

 

 

ბრიტანეთში ახალგაზრდა ქალმა 2 გირვანქად ნაყიდი ლატარიის ბილეთით 545 ათას გირვანქა სტერლინგად შეფასებული მე-17 საუკუნის კოტეჯი მოიგო.

 

ქალაქ ბილსტონში მცხოვრები 23 წლის ჯემა ნიკლინი, რომელიც ადგილობრივ სატრანსპორტო ფირმაში ადმინისტრატორად მუშაობს და წლიური შემოსავალი 17 500 გირვანქა აქვს, საკუთარ სახლზე ოცნებობდა. როდესაც კოტეჯის გათამაშების შესახებ გაიგო, ჯემამ 2 ბილეთი იყიდა, მისმა მშობლებმა - 10, ბოიფრენდმა კი - 5 ბილეთი.

 

იურიდიული ფირმა, რომელიც დოკუმენტებს აფორმებს, აცხადებს, რომ ჯემა კოტეჯის სრულუფლებიანი პატრონი 5 კვირაში გახდება.

 

კოტეჯი ლატარიაში გასათამაშებლად მისმა მფლობელმა მაიკლ ჩატხამ წარადგინა, რადგან მისი გაყიდვა სასურველ ფასად 545 ათას გირვანქა სტერლინგად ვერ შეძლო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტოზე: ჯემა ბოიფრენდთან, დასთან და დედასთან ერთად

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner