„მიხეილ სააკაშვილი უკვე სიგიჟის ზღვარს გასცდა“, - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილი უკვე სიგიჟის ზღვარს გასცდა და თავმოჭრილი კაცების ხატვა დაიწყო - აქაოდა, ნახატი თავის წარწერებით ორი წლის ბავშვმა გამომიგზავნაო! ისევ ხანჯლები, სისხლი და მოჭრილი თავები ელანდება ამ არანორმალურს და ჰგონია, რომ ქართველი ხალხი ამ ყველაფერს დაიჯერებს. სააკაშვილი რომ ავადმყოფია, ამას უკვე ზოგი „ნაცმოძრაობაშიც“ კი მიხვდა და ამ ბოლო დროს სამი კაცი სექტიდან იმიტომაც გაექცათ. დანარჩენები მანდ ორი რამის გამო არიან - გამორჩენის მიზნით და შანტაჟის შიშით. მაგალითად, გუბაზ სანიკიძე სააკაშვილთან ფულის გამო მივიდა, ხოლო დანარჩენებზე მიშას კომპრომატები და ფარული ჩანაწერები აქვს!“ - აღნიშნა მჟავანაძემ.