logo_geo
eng_logo
შსს-მ გუდაურში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

16 თებერვალი. 2020. 18:30

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109-ე მუხლი) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.

 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

 

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner