logo_geo
eng_logo
იაცეკ ჩაპუტოვიჩი: რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთისთვის
- +

16 თებერვალი. 2020. 18:31

 

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი რუსეთს დასავლეთისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევს და თვლის, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ იაცეკ ჩაპუტოვიჩმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პოლონელი დიპლომატი არ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოსაზრებას, რომ სანქციებმა სერიოზულად დააზარალა თვითონ  ევროპელები.

 

„ჩვენ არ ვეთანხმებით ამ პოზიციას. ვთვლით, რომ სანქციები უნდა დარჩეს. სანამ რუსეთი არ დაბრუნდება საერთაშორისო სამართლის დაცვის გზაზე, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ვაიძულოთ ამის გაკეთება“, - განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

 

ჩაპუტოვიჩის აზრით, დასავლეთის ქვეყნები ერთად უნდა აღუდგნენ წინ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს.

 

„ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი ძალიან სერიოზული საფრთხეა, სერიოზული მოთამაშეა, რომელიც მოქმედებს დასავლეთის ინტერესების, დემოკრატიის საზიანოდ. ამიტომ ამ საკითხში ევროპა და ევროკავშირი უნდა გაერთიანდნენ სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში, აშშ-სთან“, - აცხადებს პოლონელი დიპლომატი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner