logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: სასწრაფოდ უნდა შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა!
- +

13 ივნისი. 2016. 13:50


სანდრო ბრეგაძე საზოგადოებას მიმართავს, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმისთვის ხელმოწერების შეგროვებაში, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას გულისხმობს.


პატივცემულო მეგობრებო! ვისაც გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ რეფერენდუმისათვის (ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა) ხელმოწერების შეგროვებაში, გთხოვთ, მობრძანდეთ რუსთაველის 1, მე-4 სადარბაზო,მე -2 სართული. ტელ: 599084094; 595954537; 568630558. სასწრაფოდ უნდა შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა", - წერს ბრეგაძე.


ცენტრალურმა საარჩევნო კომიასიამ ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა. „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის" - ეს არის კითხვა, რომლის რეფერენდუმზე გატანისთვის საინიციატივო ჯგუფს 200 000 ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner