logo_geo
eng_logo
თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
- +

16 თებერვალი. 2020. 21:46

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთს სირიის პროვინცია იდლიბზე იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ღეუტერს-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატმა პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

შაბათს რუსეთს ვუთხარით, რომ აგრესია იდლიბში უნდა შეწყდეს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და განმარტა, რომ ამ საკითხს თურქეთის და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები 17 თებერვალს მოსკოვში განიხილავენ.

 

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება. გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების გამო 1-ლი დეკემბრიდან იდლიბში საკუთარი სახლების დატოვება 800 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია. მათ უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner