მომდევნო კვირაში საპატიმროს ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის“ შინგანა საქმეთა ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი. ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს:
„ რას გადაწყვეტს და რა აქვს გადაწყვეტილი, თუ სად და როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას ვანო მერაბიშვილი, ეს მისგან უნდა მოვისმინოთ. ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაშიც ბრალი ჰქონდა წაყენებული და გამოდის. გააგრძელებს ცხოვრებას, როგორც რიგითი მოქალაქე. ხოლო რა მიმართულებით ეს უკვე მისი გადასაწყვეტია“.
„ენმ“-ს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.
სასჯელის შთანქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის საზედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.