logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ისეთი კატასტროფისათვის, რაც მოხდა, დედამიწაზე არც ერთ ქვეყანას არ ექნებოდა მზა ინსტრუქციები!
- +

13 ივნისი. 2016. 13:51


სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სტიქიის შედეგებზე სოციალურ ქსელში წერს:


„ისეთი რთული და კომბინირებული კატასტროფისათვის, რაც თბილისში მოხდა, დედამიწის ზურგზე არც ერთ ქვეყანას არ ექნებოდა მზა ინსტრუქციები!

 

ჭირვეული ბავშვებივით პრეტენზიებს აყენებს ზოგი: ეს რატომ ასე არ გააკეთეს, ის რატომ ისე არ ქნეს?! - თქვე დალოცვილიშვილებო, რა ქნან, სახლებიც ხომ არ გამოგიხვეტონ მაშველებმა, ალუბლის მურაბაც ხომ არ მოგიხარშონ?

 

ქართველი მაშველები ბეტმენები არ არიან! ქართველი მაშველები მაგარი ადამიანები არიან და ადამიანური შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ!" - წერს მაია ნიკოლეიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner