logo_geo
eng_logo
საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ 40 ამერიკელს კორონავირუსი აქვს
- +

17 თებერვალი. 2020. 00:46

 

 

აშშ-მა იაპონიაში კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფ საკრუიზო ლაინერ Dიამონდ Pრინცესს​-იდან საკუთარი მოქალაქეებს ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ BBჩ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი დაუდგინდა. მათ იაპონიის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანენ. ჯანმრთელი მგზავრები კი ჩარტერული რეისებით აშშ-ში დაბურნდებიან, სადაც მათ 14-დღიან კარანტინში მოათავსებენ.

 

Diamond Princess-ი იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან არის გაჩერებული, მას შემდეგ, რაც ლაინერის ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ხომალდზე კარანტინი გამოცხადდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბორტზე მყოფი 3 700 ადამიანიდან ვირუსი 285-ს დაუდგინდა.

 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1665-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფიცირების 2009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 68 500-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 9419 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

 

კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთშიც. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.

 

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner