logo_geo
eng_logo
ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში: პეტრიაშვილი - ოქრო, ლომთაძე - ვერცხლი, კენჭაძე - ბრინჯაო
- +

17 თებერვალი. 2020. 01:08

 

 

რომში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ბოლო საშეჯიბრო დღეს სამი მედლის მოპოვება შეძლო.

 

კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მსოფლიოს მომქმედმა და სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) მოიპოვა, რომელმაც ფინალში დამაჯერებლად, ანგარიშით 11:0, პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა.

 

ვერცლის მედლის მფლობელი ასევე მსოფლიოს მომქმედი გამარჯვებული ბექა ლომთაძე (61 კგ.) გახდა, ბრინჯაო კი ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თავისუფალი სტილი მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

ევროპის დასრულებულ პირველობაზე მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩვენს ნაკრებს ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი შესძინეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner