logo_geo
eng_logo
ელტონ ჯონმა ხმა დაკარგა
- +

17 თებერვალი. 2020. 02:02

 

 

ცნობილმა მომღერალმა ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში თავის კონცერტზე ხმა დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოკლენდში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, სცენიდან გასვლისას ჯონი ცრემლებს ვერ იკავებდა. მან განმარტა, რომ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, დაავადება მარტივ ფორმაში მიმდინარეობდა, ამიტომ მომღერალმა იფიქრა, რომ გამოსვლას ბოლომდე მიიყვანდა.

 

ძალიან მინდოდა თქვენთვის საუკეთესო წარმოდგენა მომეწყო. ვმღეროდი და ვუკრავდი, სანამ ხმა უბრალოდ არ გამიქრა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, სევდიანი და ბოდიშს გთხოვთ“, - ბოდიში მოუხადა მომღერალმა თაყვანისმცემლებს Instagram-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner