ავტორი დიანა ლიპარტელიანი
ამ კადრებს რომ ვიღებდი, იმ წუთებში ვერც კი წარმოვიდგენდი, ამ დროს ადიდებულ მდინარე ვერეს რამდენი სიცოცხლე ეწირებოდა. იმ წამს, გმირთა მოედანზე, ყველაფერი ძალიან უბრალოდ იყო.
2015 წლის 13 ივნისს, მცხეთაშიც ჩვეულებრივ გაწვიმდა და ჩვენ, მეგობრები, ერთად გამოვეშურეთ თბილისისკენ. ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ჩვეულებრივ ვიმგზავრეთ. ზოოპარკს რომ მივუახლოვდით, საცობი შეიქმნა. დღეს საცობები ვის უკვირს, მითუმეტეს 15-წუთიანი, უბრალოდ მე და ნინუცას გვიკვირდა - რატომ ტოვებდნენ მანქანებს მეპატრონეები გმირთა მოედანზე და მის სიახლოვეს.
მოედანს რომ გავცდით, რამდენიმე წუთში, ავლაბარში მისულს, უკვე, სოციალურ ქსელებში დამხვდა ის კოშმარული კადრები და ამბები... როგორც ჩანს, ჩვენი წამოსვლიდან რაღაც წუთებში, ელვის სისწრაფით განვითარდა მოვლენები...
ამის მერე იმდენი ტრაგიკული კადრი ვნახეთ ყველამ ერთად და ცალ-ცალკე, რომ ამ კადრების გამოქვეყნებაზე არც მიფიქრია, მაგრამ მაინც, მათთვის, ვისაც არ უნახავს - ასე იწყებოდა სტიქიური უბედურება გმირთა მოედანზე... 13.06.2015.