სალვადორში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, 25-მა კი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სან-სალვადორიდან 55 კილომეტრში მოხდა.
დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.