logo_geo
eng_logo
ნიკა მელია: მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...
- +

17 თებერვალი. 2020. 13:14

 

„მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ თოქშოუ „პოლიტმეტრში“.

 

„რაც არ უნდა გავაკეთოთ, პირდაპირ გეუბნებით, ძალიან მკვეთრი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ, რომ შევიჭრა ხლა პარლამენტში და გამოვიყვანო ყველა, ენერგია რომ მომეცეს იმდენი, რომ 150 ადამიანს მოვერიო და ავიღეთ, არჩევნები ხომ მაინც უნდა ჩატარდეს? უპრეცედენტო რამ ხდება ახლა, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთსულოვანია ძირითადი საკითხების გარშემო“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

მისი თქმით, არჩევნები მოსაგებია არჩევნებამდე.

 

„არჩევნები მოსაგებია არჩევნებამდე და ეს პროცესი, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ, რომ ხორცი შევასხათ, უკვე ამოქმედებულია და იქნება კულმინაცია 4 აპრილს“, - განაცხადა მელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner