„მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ თოქშოუ „პოლიტმეტრში“.
„რაც არ უნდა გავაკეთოთ, პირდაპირ გეუბნებით, ძალიან მკვეთრი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ, რომ შევიჭრა ახლა პარლამენტში და გამოვიყვანო ყველა, ენერგია რომ მომეცეს იმდენი, რომ 150 ადამიანს მოვერიო და ავიღეთ, არჩევნები ხომ მაინც უნდა ჩატარდეს? უპრეცედენტო რამ ხდება ახლა, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთსულოვანია ძირითადი საკითხების გარშემო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, არჩევნები მოსაგებია არჩევნებამდე.
„არჩევნები მოსაგებია არჩევნებამდე და ეს პროცესი, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ, რომ ხორცი შევასხათ, უკვე ამოქმედებულია და იქნება კულმინაცია 4 აპრილს“, - განაცხადა მელიამ.