logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი მარგველაშვილს იმ ვირს ადარებს, რომლითაც მაცხოვარი იერუსალიმში შევიდა
- +

17 თებერვალი. 2020. 13:21

 

„არადა, ისევ ამ ჭკუაზეა, ახლახანსაც უყროყინია“, - წერს „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილზე სოციალურ ქსელში.

 

„როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში ვირზე ამხედრებული შედიოდა, გზად ხალხი პალმის რტოებს უყრიდა და „ოსანას“ შესძახოდა. ვირი კი დარწმუნებული იყო, რომ მას ესალმებოდნენ...

 

სწორედ ამ ვირს ჰგავს მარგველაშვილი, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ სახალხო მხარდაჭერას არა გუნდის, არა ივანიშვილის, არამედ საკუთარ წარმატებად თვლის: „ამირჩიეს ყველაზე მაღალი პროცენტით, რაც ოდესმე აგვიღია, რადგან მაშინდელი 62% და ამომრჩევლის რაოდენობა არის ის სიმაღლე, რომელსაც „ოცნებამ“ ვეღარასდროს მიაღწია“, - წერს ნაცვლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner