საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„იქნებ ვინმე ჭკვიანმა (თუ არის ეგეთი შმაცებში და შმაცუნებში) აუხსნას ამ ბნელ 31-კაციან რუსულ-ნაცურ ოპოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს მოქალაქეები იღებენ და არა ნაცების უცხო ქვეყნებში არსებული პარტნიორი პარტიების წარმომადგენლები!
ნაცების და უცხოეთში მათი სტუდენტობის პერიოდში დადაქალოჩკებული სუბიექტების ლოგიკით, როდესაც ხელისუფალი ხარ, შეგიძლია:
მოიპარო ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი (გეპატიება, თუ ოპოზიციონერი გახდები და თუ დაგიჭერენ, ესე იგი პოლიტპატიმარი ხარ. ჰოდა, აღშფოთდებიან);
ქუჩებში სასამართლოს და გამოძიების გარეშე უკანონოდ დააპატიმრო 240 000 შენი ქვეყნის მოქალაქე (გეპატიება, თუ ოპოზიციონერი გახდები და თუ დაგიჭერენ, ესე იგი პოლიტპატიმარი ხარ. ჰოდა, აღშფოთდებიან);
შეგიძლია შენს მოქალაქეებს უკანონოდ ქონება ჩამოართვა (გეპატიება, თუ ოპოზიციონერი გახდები და თუ დაგიჭერენ, ესე იგი პოლიტპატიმარი ხარ. ჰოდა, აღშფოთდებიან);
შეგიძლია ციხეებში პატიმრები აწამო, გააუპატიურო, არაადამიანური ქმედებებით მოექცე პატიმრების ოჯახის წევრებს (გეპატიება, თუ ოპოზიციონერი გახდები და თუ დაგიჭერენ, ესე იგი პოლიტპატიმარი ხარ. ჰოდა, აღშფოთდებიან);
შეგიძლია ქუჩაში ახალგაზრდები დახოცო, კასტილებიანი ტიპების გამოყენებით მოქალაქეებზე იძალადო, გადაუღო და შემდეგ აშანტაჟო (გეპატიება, თუ ოპოზიციონერი გახდები და თუ დაგიჭერენ, ესე იგი პოლიტპატიმარი ხარ. ჰოდა აღშფოთდებიან).
ერთი სიტყვით, სრული მარაზმი!
ყველამ კარგად იცის, რა საზიზღრობებს სჩადიოდნენ ეს ბნელები! სხვათაშორის, თავიანთმა მხარდამჭერებმაც ზედმიწევნით იციან, თუ რა სისასტიკით გამოირჩეოდნენ მათი რჩეულები და როგორი რეპრესიებით ეპყრობოდნენ საქართველოს მოსახლეობას, უბრალოდ, ისინი ნაცების რეპრესიებს ამართლებენ, არ უარყოფენ!
რა ვიცი, რა ვიცი, რისი იმედი აქვთ? ევროპარლამენტარის ტვიტის?
შანსი 0%“, - წერს სამხარაძე.