logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ეს ადგილი მუდმივად გაგვახსენებს იმ ძალიან მძიმე წუთებს...
- +

13 ივნისი. 2016. 13:57


საქართველოს პრეზიდენტი 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან დღეს პირველ ლედისთან ერთად მივიდა და  გასულ წელს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.


პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შარშან ერთსულოვნად ებრძოდა სტიქიას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა.


„დღეს ჩვენ ვიხსენებთ შარშანდელი ტრაგედიის მსხვერპლებს და შარშანდელი ტრაგედიის გმირებს.

 

ეს ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვართ, მუდმივად გაგვახსენებს იმ ძალიან მძიმე წუთებს, რომელიც შარშან ყველამ ერთად გადავიტანეთ და რომლის დასაძლევადაც გაერთიანდა ძალიან ბევრი ადამიანი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


პირველი ლედის განცხადებით, დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ასევე, სამაგალითოდ აღვნიშნავთ მათ შრომას, ვინც გაჭირვებაში მყოფ საკუთარ თანამემამულეებს დაეხმარა.

 

„ზუსტად ერთი წლის წინ, მთელი ქალაქი შეძრა ამ ტრაგედიამ. დღეს ის დღეა, როცა ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა და ასევე, სამაგალითოდ აღვნიშნავთ მათ შრომას, ვინც გაჭირვებაში მყოფ საკუთარ თანამემამულეებს დაეხმარა. მათ არასდროს დაივიწყებს საქართველო", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner