logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: საუბარს ვაპირებ იმ ხედვაზე, რაც პროკურატურატურის განვითარებაზე გამაჩნია
- +

17 თებერვალი. 2020. 15:11

 

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტში მივიდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვლამდე, მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კომიტეტის სხდომაზე მის პროგრამას წარადგენს.

 

უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის შერჩევისთვის, ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს გრძელდება გენერალური პროკურორის შერჩევის კონკურსი, დღეს წარვდგები კომიტეტის წინაშე. როგორც თქვენთვის ცნობილია, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებებზე, იმ ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე. ასევე, ვაპირებ გავცე კომიტეტის ყველა კითხვას პასუხი. კომიტეტის შემდგომ მზად ვარ, მედიის ყველა თხვას გავცე პასუხი“, - განაცხადა შოთაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner