ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, თანამებრძოლების ხსოვნის პატივის მისაგებად, სპორტული ტურნირების გამართვა დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ლანჩხუთში გაიმართა ჩემპიონატი ნარდსა და შაშში, რომელშიც მონაწილეობა ომისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივმა ვეტერანებმა მიიღეს. ჩემპიონატი, აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა ფირცხალაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირის გამარჯვებული გახდა ნარდში - აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვლადიმერ კვიტაშვილი, ხოლო შაშში - ენვერ ორმოცაძემ. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები. აღნიშნული ტურნირი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლები, გელა ბაქანიძე, ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი პაატა ურუშაძე და ადგილობრივი ვეტერანები.