logo_geo
eng_logo
ვინ იყო გივი სვანიძე, ვისი სახელობის ქუჩაც ყველაზე მეტად დაზიანდა სტიქიის დროს
- +

13 ივნისი. 2016. 13:58


აკადემიკოსი გივი გედეონის ძე სვანიძე (1921-1999) სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.


გამოკვლევები აქვს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენებისა და ჰიდროენერგეტიკის დარგში. სვანიძემ შეადგინა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის, ჟინვალის ჰესისა და მდინარეების  არფისა და ეღეგისის სევანის ტბაში გვირაბით გადაგდების პირველადი სქემები.


სვანიძე ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner