„მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციური სცენარისათვის ამზადებს „კმარას“ თანამედროვე ანალოგს“, - იურისტი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იცით თუ არა, რომ:
მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციური სცენარისათვის ამზადებს „კმარას“ თანამედროვე ანალოგს. მათი წვრთნები და სწავლებები ძირითადად წყნეთში, სასტუმრო კოპალას ბაზაზე ხორციელდება. ამისათვის სააკაშვილის კეკლუცას და ელისპრჭო კილაძის „დაქალს“ - კრისტინა მარია კოდი პუშოუს (Cristina Maria Cody Pushaw) შექმნილი აქვს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია: 1. „ახალი ლიდერების ინიციატივა სამეგრელო“ (ს/კ 400282412 დირექტორი: ჩხოროწყუელი გიორგი გახარია) და 2. „ახალი ლიდერების ინიციატივა“ (ს/კ 406287245) - ორგანიზაციები ფინანსდებიან სააკაშვილი-რულოვსის, აგრეთვე საერთაშორისო ფონდების მიერ!.. სწავლებებში მონაწილეობენ ისეთი დასავლელი თვალთმაქცი ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად „აირაი“ (IRI) ლექტორობა დაიწყო „არანაცმა“ და „დამოუკიდებელმა ექსპერტმა“ ბათუ ქუთელიამ და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ სამეგრელოს რეგიონი განსაკუთთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან იქ ნაცსექტას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩამარხული არაერთი იარაღის სამალავი აქვთ მოწყობილი.
შეხედეთ, ნაცები რაებს განიხილავენ და რისთვის ემზადებიან!.. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები!...
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის სცენარებს იხილავენ თანამედროვე რევოლუციური გეგმების კონტექსტში. დღისით-მზისით წყნეთის სასტუმროს ბაზაზე შტურმისა და წინააღმდეგობის გაწევის მეთოდებს ამუშავებენ. ასწავლიან, თავის დროზე როგორ გადადგა თანამდებობიდან ჯუმბერ პატიაშვილი და რომ ამისათვის სისხლის დაღვრაა საჭირო!.. პირველ ფოტოზეა აღბეჭდილია ყოფილი პროკურორი და ამჟამად ადვოკატი, ბატონი იაშვილი. მეორე ფოტოზე - კრისტიმა პუშაუს საბრძოლო-სასწავლო ლექცია“, - წერს ზაქარეიშვილი.