logo_geo
eng_logo
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ და 485 გრ უაქციზო თუთუნი ამოიღეს
- +

17 თებერვალი. 2020. 18:05

 

14-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს და იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ასევე, წალენჯიხაში, სოფელ ჯგალსა და ქუთაისში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - ასაწონი თუთუნის  (ჯამში 305 კილოგრამი და 485 გრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით  შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო 7 შემთხვევაში, გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner