logo_geo
eng_logo
ფეიკ-ნიუსი - „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ტყუილი!
- +

17 თებერვალი. 2020. 19:00

 

უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ნათლად გვაჩვენებს, რომ „ნაც.მოძრაობის“ რესურსი ილევა. აღნიშნულს, პერმანენტულ საპროტესტო აქციებში მონაწილე აქტივისტთა კლებადი დინამიკა ადასტურებს. მოსახლეობა გულგრილია ოპოზიციონერთა პოპულისტური განცხადებებისა და მათი ლიდერის აგრესიული, რევანშისტული მოწოდებების მიმართ. აქტივის მოზიდვის მიზნით, ნაცმოძრაობამ შექმნა უცხოური დასახელების და საეჭვო პროფილის მქონე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

მათი უმრავლესობა ორიენტირებულია „ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებაზე“ და რა თქმა უნდა იზიარებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის „ფასეულობებსა და ხედვებს“.

 

 

 

 

ასე მაგალითად, ამერიკული წარმოშობის მქონე პოლიტტექნოლოგის კრისტინა პუშოუს მიერ დაარსებული New Leaders Initiative (NLI), რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს ორგანიზაციამ გააქტიურა საქმიანობა და ჩაატარა რამდენიმე კონფერენცია. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრებს აუცილებელი წესით ესწრება საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. თუმცა, როგორც ჩანს ამერიკელი პოლიტტექნოლოგი და ინგლისურენოვანი დასახელება არასაკმარისი აღმოჩნდა ორგანიზაციაში საჭირო რაოდენობის აქტივისტების მოსაზიდად, რის გამოც ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკოლოზ გაბელიამ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა კრისტინა პუშოუს და დონალდ ტრამპის ერთობლივი ფოტო, რომელსაც დაურთო ვრცელი გულანთებული კომენტარი, რომელშიც ის აშშ-ს NLI-ის თანადამფინანსებლად მოიხსენიებს და ახალგაზრდებს ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

 

 

 

თემაზე, დაუყოვნებლივ მოამზადა ნიუსი ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის ალექსანდრე ქობალიას კუთვნილმა ინტერნეტ გამოცემა „ოდიში ნიუსმა“. სტატია გაიზიარეს და გადაიზიარეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა. რა თქმა უნდა, ფოტო ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ შეერთებული შტატები უპირობოდ უჭერს მხარს ნაცმოძრაობას და მის შვილობილ არასამთავრობოებს. თავად ორგანიზაციის დამფუძნებელმა მადლობები უხადა როგორც ფეისბუქ-პოსტის, ასევე სტატიის ავტორს.

 

 

 

ორიგინალი ფოტო „ინსტაგრამიდან“. ფოტო, რომელიც გაფეიკდა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ

 

იკვეთება სულ მცირე შეუსაბამობა. ფოტოზე ნამდვილად დონალდ ტრამპია აღბეჭდილი, მაგრამ გვერდს, არა კრისტინა პუშოუ, არამედ „მაქსიმის“ მოდელი - ელიზაბეტ პიპკო უმშვენებს. ფოტო 2017 წელს თეთრ სახლში საშობაო მიღებაზეა გადაღებული. ესეც მორიგი ფეიკი „ნაცმო“-ს შესრულებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner