logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს
- +

17 თებერვალი. 2020. 19:32

 

 

„მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

 

გიორგი კახიანის თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის ასეთი საჯარო პროცესი პარლამენტში პირველად მიმდინარეობს, სადაც ყველას ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.

 

მისი თქმით, ირაკლი შოთაძეს პროკურატურაში საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მის სახელს არაერთი გახმაურებული, სისტემური დანაშაულის გახსნა უკავშირდება, ისევე, როგორც მის სახელთან არის დაკავშირებული მართლმსაჯულების პროცესში ადამიანის უფლებების სტანდარტის გაზრდა.

 

„უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ცხადია, იმავე აზრზე ვრჩებით და მას ხვალ მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner