logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა სირიის რეჟიმს სანქციები გაუფართოვა
- +

17 თებერვალი. 2020. 22:02

ევროკავშირმა სირიის რეჟიმს სანქციები გაუფართოვა და შავ სიაში კიდევ რვა პირი და ორი კომპანია შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

„დღეს ევროკავშირის საბჭომ კიდევ რვა ბიზნესმენი და ამ ბიზნესმენებთან დაკავშირებული ორი ორგანიზაცია იმ პირთა და ორგანიზაციათა სიაში მოათავსა, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროკავშირის განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ პირებისა და კომპანიების საქმიანობა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმს სარგებელს აძლევდა.

 

სულ ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში სირიის რეჟიმთან დაკავშირებით 277 ადამიანი და 71 კომპანიაა. გარდა ამისა, სანქციები ასევე ითვალისწინებს ნავთობის ემბარგოს, რიგი ინვესტიციების შეზღუდვას, ევროკავშირში განლაგებული სირიის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner