logo_geo
eng_logo
ბაშარ ასადი: გარე წნეხის მიუხედავად ტერორთან ბრძოლა გაგრძელდება
- +

18 თებერვალი. 2020. 00:12

 

 

„ბრძოლა ალეპოსა და იდლიბის გათავისუფლებისთვის გაგრძელდება“, - აღნიშნა ბაშარ ასადმა, რომლის სიტყვები სირიის პრეზიდენტის კანცელარიას მოჰყავს.

 

ასადმა ასევე განაცხადა, რომ „ტერორთან ბრძოლა გაგრძელდება მიუხედავად გარე წნეხისა“.

 

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს გათავისუფლება არ ნიშნავს ომის დასასრულს ან ტერორიზმის განადგურებას. ალეპოში და იდლიბში წარმატება ექსტრემისტების სრული დამარცხების შესავალია, რაც ადრე თუ გვიან დადგება“, - აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.

 

სირიის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ალეპოს მოსახლეობის გმირობას, რომლებიც, მისი თქმით, „ბლოკადის პირობებში არ დანებდნენ“.

 

რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს, - ამის შესახებ middleeasteye წერს.

 

რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ასადის სამთავრობო ძალებმა რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დეკემბრიდან განაახლეს. წუხელ, გვიან ღამით, სამთავრობო ძალებმა ალეპოს ძირითად ნაწილზე 2012 წლის შემდეგ კონტროლი პირველად დაამყარეს.

 

რუსეთი და თურქეთი სირიის სამოქალაქო კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი - მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება. გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების გამო 1-ლი დეკემბრიდან იდლიბში საკუთარი სახლების დატოვება 800 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner