logo_geo
eng_logo
ჩინეთის ერთ-ერთი დროებითი საავადმყოფოს დირექტორი კორონავირუსით დაიღუპა
- +

18 თებერვალი. 2020. 01:37

 

 

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით ერთ-ერთი დროებითი საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა. ჩინური მედია წერს, რომ ლიუ ჩჟიმინი სამედიცინო დაწესებულების პირველი ხელმძღვანელი გახდა, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსს ემსხვერპლა.

 

ჩინეთში კორონავირუსით 1 770 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ინფიცირებულია 70 500 ადამიანი. ახალი ტიპის კორონავირუსისგან 10 800 ადამიანი განიკურნა, რომლებიც საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

 

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. მსოფლიო მასშტაბით ვირუსი 30-მდე ქვეყანაში გავრცელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner