პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა შუამდგომლობით, თავდადების მედლით დაჯილდოვდეს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ღამეს 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა თვითონ დაიღუპა.
პრემიერის სურვილია, ჯილდო გარდაცვლილი გმირი მაშველის ოჯახს შაბათს, დაკრძალვის დღეს გადაეცეს.