logo_geo
eng_logo
თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი ასობით პირის დაკავების ორდერი გასცეს.
- +

18 თებერვალი. 2020. 12:20

 

თურქეთში მიმდინარე მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზიაციასთან კავშირის ბრალდებით, 467 ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასცეს.

 

როგორც გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, რეიდები თურქეთის 67 პროვინციაში მიმდინარეობს.

 

ეჭვმიტანილთა შორის იუსტიციის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან. მათი ნაწილი ეჭვმიტანილია 2009 წელს პოლიციაში თანამდებობების დაკავების მიზნით მისაღები გამოცდების შედეგების გაყალბებაში. ამას გარდა, სხვა გამოძიების ფარგლებში თურქეთის პროკურატურამ „ფეტოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 228 პირის დაკავების ორდერი გასცა. მათ შორისაა ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner