logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს
- +

18 თებერვალი. 2020. 12:26

 

 

„ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას.

 

მისი თქმით, პროტესტი მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია.

 

„ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და საქართველოში ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იმ პლატფორმაზე, რომელსაც აირჩევს პოლიტიკური ძალა, მოქალაქეთა გაერთიანება თუ ცალკეული მოქალაქე. პროტესტი დემოკრატიის ნაწილია.

 

რაც შეეხება პროკურორის დამტკიცების საკითხს, ჩემი პატივისცემის მიუხედავად ოპოზიცის მიმართ, პასუხისმგებლობა გვაქვს არა მხოლოდ ოპოზიციის წინაშე, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, თანამდებობაზე დავამტკიცოთ პროკურორი და გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ინსტიტუტებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, რაც არის კანონით გათვალისწინებული პროცედურა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები, მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner