logo_geo
eng_logo
„ფეისბუქი“, მომხმარებელთა საჩივრების განსახილველად, დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს ქმნის
- +

18 თებერვალი. 2020. 12:46

 

 

„Facebook“-ის მფლობელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის, რომელიც მომხმარებელთა საჩივრებს განიხილავს, ამის შესახებ „Financial Times“ წერს.

 

ჩემს კომპანიას სჭირდება ეფექტური კონტროლი, ამიტომ ვქმნით დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს იმისთვის, რომ მოხდეს Facebook-ის საჩივრების განხილვა კონტენტთან მიმართებით“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

 

მისი თქმით, ტექნოლოგიური კომპანიები ხალხს უნდა ემსახურონ.

ვფიქრობ, რომ მკაცრმა რეგულირებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიას, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში, ეს ყველასთვის კარგი იქნება“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

 

2019 წელს „Facebook“-ის მოგება 27%-ით გაიზარდა და $70,7 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ „The Wall Street Journal“ კომპანიის კვარტალურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

 

2019 წელს „Facebook“ არაერთხელ აღმოჩნდა მილიონობით მომხმარებლის მონაცემების გაჟონვის პრობლემის პირისპირ. ივლისში აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ „Facebook“ მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის გამო 5 მილიონი დოლარით დააჯარიმა. გამოძიება სოცქსელის წინააღმდეგ კომპანია „Cambridge Analityca“-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დაიწყო, რომელმაც, მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები პოლიტიკური რეკლამისთვის შეაგროვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner