მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატი, ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი „HSBC“, შემოსავლების სამჯერ შემცირების ფონზე, სამსახურიდან მსოფლიოს მასშტაბით 35 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს.
ბანკის თანამშრომლების რაოდენობა, მომდევნო სამი წლის განმვალობაში, 235 ათასიდან 200 ათასამდე შემცირდება, რადგან ფინანსური უწყება ხარჯს 3,5 მლრდ გირვანქა სტერლინგით ამცირებს.
ბანკში რესტრუქტურიზაციაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში აქცენტი აზიის სწრაფად მზარდ ბაზრებზე გაკეთდება.