აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ მას დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა ვერ წარმოუდგენია, ამის შესახებ მან CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ვერ წარმომიდგენია სიტუაცია, რომელშიც დონალდ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ. თუმცა, თუ ჩვენ, „დემოკრატები“, ერთიანნი არ ვიქნებით, არაფრის გარანტირება არ შეიძლება. როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადე, ჩვენ მომავლის ჩვენებური ხედვა გვაქვს. ყველამ იცის, რომ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ის მეორე ვადით არ აირჩიონ“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
მისივე თქმით, „დემოკრატები“ ამერიკას უკეთეს მომავალს სთავაზობენ, ხოლო ტრამპი კი არ იზიარებს მომავლის იმ ხედვას, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს. ნენსი პელოსი ასევე შეეხო იმპიჩმენტის საკითხს და აღნიშნა, რომ „სენატორებს გამბედაობა არ ეყოთ, დადებული ფიცი შეესრულებინათ“.