logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ცუდი ის არის, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში
- +

18 თებერვალი. 2020. 12:51

 

 

„პოლიტიკური ურთიერთობის რაღაც ახალი სტილი მივიღეთ, შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, ესეც შეუძლია, უბრალოდ მივანიშნებ, რა გზა აირჩიეს, რომ გამოაცხადოს ბოიკოტი, მერე თხუთმეტწუთიანი განცხადება გააკეთოს და პასუხი არ მოისმინოს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებას დღევანდელი სხდომის ბოიკოტთან დაკავშირებით

.

 

„დღეს არის ის დღე, როდესაც 2019 წელზე ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, როცა  მოწვეულები არიან მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, და გარეთ რამდენიმე ათეულ კაცს რა უნდა? რას იტყვიან, რას ვაპროტესტებთო? და თქვეს, იმ 15 წამს ვაპროტესტებთ, როცა ვიღაცამ ღილაკზე ხელი უნდა დააჭიროს შოთაძის ასარჩევად და ამ 15-წამიანი პროცედურის გამო პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში არავინ უნდა ახსენოს, საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, რა გააკეთა პარლამენტმა 2019 წელს. ეს არის მათი დღის წესრიგი. მათი ინტერესი არ არის, ილაპარაკონ თემებზე, რომელიც, მაგალითად ჩაიდო იმ 400-ზე მეტ კანონში. იქ ხომ უამრავი ისეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული პარლამენტის მიერ, რომელიც მოქალაქეების კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული.

 

ყველანაირი მათი პიარული მცდელობა, რომ ეს არ გავიდეს გარეთ, გადაიფარება საბოლოოდ იმით, რომ თითოეულ ადამიანთან მაინც მიდის ეს გადაწყვეტილებები აღსრულების პროცესში და ამაზე ისაუბრებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner