logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „რუსთავი 2“-ისგან არასდროს გამიგია, რატომ ეკუთვნის ყარამანაშვილებს ტელევიზია
- +

13 ივნისი. 2016. 14:08


„ნაციონალური მოძრაობის" დროს უქონებოდ დატოვება ჩვეულებრივი ამბავი იყო. აქედან გამომდინარე,  ქიბერ ხალვაში შესაძლოა,  მართალია",- ამ სიტყვებით შეაფასა „რუსთავი 2"-ის  საქმე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი  ვოლსკიმ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.  ვოლსკის განცხადებით, აღნიშნული ტელევიზიის წარმომადგენლებისგან არასდროს სმენია, რატომ არიან „რუსთავი 2"-ის მფლობელები ძმები ყარამანაშვილები.


„რუსთავი 2"-ისგან არასდროს გამიგია, რატომ არის ყარამანაშვილების ეს ტელევიზია. ხალვაში ერთ-ორ განცხადებას მაინც აქვეყნებს. „ნაციონალური მოძრაობის" დროს,  როდესაც ჩვეულებრივი საკითხი იყო ქონების წართმევა, ხალვაშს არამარტო წაართვეს, არამედ დაუწვეს ქონება. მახსოვს, „იმედთან" დაკავშირებით რა ჩაიდინეს, მახსოვს „იბერიასთან" დაკავშირებით რა ჩაიდინეს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ქიბერ ხალვაში იყოს მართალი. ყველას უნდა ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, ეს აუცილებელი და ნორმალურია",- განაცხადა ვოლსკიმ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner