logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი... დანახვა უნდა სიკეთესაც და ვაჟკაცობასაც!
- +

13 ივნისი. 2016. 14:09


ჟურნალისტი ირმა ინაშვილი  facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


 

„სტიქიის ღამეს მეც დავრეკე 112- ში. თან, არაერთხელ... და რამდენჯერაც დავრეკე, იმდენჯერ ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება. მეორე - ვინც სამაშველო სამსახურს აკრიტიკებს, ან სახანძროს, ან პატრულს, ან სასწრაფოს, ნეტა, ის მყოლოდა გვერდში 13 ივნისის ღამეს, გმირთა მოედანზე... თვალებს ფართოდ აგიხელდათ ის ღამე... და ყველა ამ ადამიანის თავდადება. უბრალოდ, დანახვა უნდა სიკეთესაც და ვაჟკაცობასაც... ვინც ხედავს და აფასებს, ისიც ვაჟკაცია... „რუსთავი-2" და „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ეთერშიც არ იყვნენ გასული, ჩემი ტელეფონით გადაღებული კადრები რომ გავავრცელე... მობილიზებული იყო ყველა... უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი...

 

 

P.S. სპეცრაზმს და მესაზღვრეებს რაღას ერჩით... მესაზღვრეებს რომ ვერტმფრენები არ გამოეყვანათ და დროულად არ ემოქმედათ, მსხვერპლი ათჯერ მეტი იქნებოდა", - წერს ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner