logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჭღერებას პარლამენტის დარბაზში
- +

18 თებერვალი. 2020. 15:47

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების პერფორმანსს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: 

 

საქარველოს მტრის გარდა არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას პარლამენტის იმ დარბაზ, სადაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის ვენი ისტორიის ეურაცხყოფა,- წერს იონათამიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როდესაც დეპუტატები არჩილ თალაკვაძეს უსმენდნენ, საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს. ჰიმნის ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც თალაკვაძე რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე საუბრობდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner