logo_geo
eng_logo
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს
- +

18 თებერვალი. 2020. 15:58

 

17 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10 598.7 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს  სანქციის სახით  ფულადი ჯარიმა 10 598.7 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner