ქართველ კინორეჟისორს გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ.
უწყების ინფორმაციით, პანაშვიდები 18 და 19 თებერვალს გაიმართება. კინორეჟისორს 20 თებერვალს დაკრძალავენ.
ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში, 17 თებერვალს გარდაიცვალა.