ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს.
„ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას ალექსანდრემ გამოჩენილი ფილოსოფოსი დიოგენე მოინახულა. დიოგენე მზეს ეფიცხებოდა, როდესაც ალექსანდრე თავისი სარდლების თანხლებით თავზე დაადგა.
- მე ალექსანდრე ვარ! - უთხრა მეფემ.
- მე კი დიოგენე! - უპასუხა ფილოსოფოსმა.
- მითხარი, რაც გინდა და შენს ნებისმიერ სურვილს ავასრულებ, - მიმართა ალექსანდრემ.
- თუ შეიძლება, ცოტა გვერდით გადექი, მზეს ნუ მიჩრდილავ, - უპასუხა დიოგენემ.
ამგვარმა პასუხმა სარდლები მეტად აღაშფოთა, თუმცა ალექსანდრემ ისინი დააშოშმინა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
- მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდი.
ჰოდა, როგორი მაკედონელიც სააკაშვილია, ისეთივე დიოგენე ხარ შენც!
როცა შეხვდებით, მესამე-მეოთხეზე გაითვალეთ, მეტს მაინც ვერაფერს მოახერხებთ!
პრეზიდენტყოფილი რა „დემოკრატიის გაძლიერების ხედვაზე“ უნდა ელაპარაკო იმ პრეზიდენტყოფილს, რომელმაც იმ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე თქვა უარი, რომლის მთავარსარდალიც იყო?!
გესმით მაინც, რას ბოდიალობთ?!“- წერს მძინარაშვილი.