დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირის ორ კორპუსთან საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. ამ ეტაპზე, სამუშაოები მეორე და მეხუთე კორპუსებთან მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 1 325 კვ/მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენა იხსნება, რის შემდეგაც ასფალტის დასაგებად, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოებისთვის, რომელსაც გამგეობის დაკვეთით შპს „ბი ემ სი“ ახორციელებს, დაახლოებით, 45 000 ლარი გამოიყოფა.