logo_geo
eng_logo
წერეთლის გამზირის კორპუსებთან საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

18 თებერვალი. 2020. 16:55

 

დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირის ორ კორპუსთან საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. ამ ეტაპზე, სამუშაოები მეორე და მეხუთე კორპუსებთან მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში, 1 325 კვ/მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენა იხსნება, რის შემდეგაც ასფალტის დასაგებად, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.

 

სამუშაოებისთვის, რომელსაც გამგეობის დაკვეთით შპს „ბი ემ სი“ ახორციელებს, დაახლოებით, 45 000 ლარი გამოიყოფა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner